ლევან ბერძენიშვილი:    ნამდვილი კვლევა არჩევნებია

ლევან ბერძენიშვილი: ნამდვილი კვლევა არჩევნებია

ნამდვილი კვლევა არჩევნებია, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს.

"ყველა კვლევას თავისი კოეფიციენტი აქვს. რაც იქ წერია, ის შედეგი არჩევნებზე არ დაფიქსირდება, ნამდვილი კვლევა არჩევნებია, მაგრამ ტენდენციებს, რა თქმა უნდა, კვლევა აჩვენებს", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი, რომელიც კვლევის შედეგებს პირადად ჯერ არ გასცნობია.

გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.

გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. ორივეს ნდობის 62 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

კვლევის შედეგების გამოქვეყნებას IRI 27 მარტისთვის გეგმავს.