ნინო ბურჯანაძე IRI-ის რეიტინგებზე - ჩვენს მხარდამჭერებს შეგვიძლია წინასწარ მივულოცოთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება

ნინო ბურჯანაძე IRI-ის რეიტინგებზე - ჩვენს მხარდამჭერებს შეგვიძლია წინასწარ მივულოცოთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე IRI-ის კვლევებს ეხმაურება. "ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებული კვლევის შედეგად ჩვენს პარტიას 1 %-ზე ოდნავ მეტი ჰქონდა რეიტინგი. შედეგი ყველასათვის ცნობილია, რომ ათჯერ მეტი ავიღეთ. ახლა, როგორც მოგეხსენებათ 5%-იანი რეიტინგი გამოცხადდა, ასე რომ ჩვენს მხარდამჭერებს შეგვიძლია მივულოცოთ წინასწარ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება", - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის კომენტარში, რომელიც "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე დაწერა. 

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) რამდენიმე პარტიის წარმომადგენელს პოლიტიკური რეიტინგების შედეგები გააცნო. "ინტერპრესნიუსისთვის" რამდენიმე კვლევის შედეგები გახდა ცნობილი.

ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად, კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, "ქართული ოცნება" 36%-ით ლიდერობს. 

IRI-ის კვლევების მიხედვით პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.