დაესწრება თუ არა მთავრობა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში, ამაზე სამთავრობო გუნდში იმსჯელებენ.
როგორც ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა, კანონი მთავრობის დასწრებას არ ითვალისწინებს.
"ჩვენ ვიმსჯელებთ გუნდში და იქნება მიღებული გადაწყვეტილება დავესწრებით თუ არ დავესწრებით. ზოგადად, გეტყვით რომ მთავრობის დასწრების აუცილებლობა არ არის, თუმცა თუ მთავრობა დაესწრება, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას", - განაცხადა კახა კალაძემ.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში 31 მარტს არის დაგეგმილი.