ავიაკომპანია "Lufthansa", რომელიც "ჯერმანვინგის" წილის მფლობელია, მიიჩნევს, რომ საფრანგეთში გუშინ ჩამოვარდნილი ავიალაინერის კატასტროფის მიზეზი უბედური შემთხვევაა, ყველა სხვა ვერსიას კი სპეკულაციას უწოდებს, - ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
"ამ დროისთვის მივიჩნევთ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევაა. ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, რომლის მოწოდებაც შეგვიძლია. სხვა ნებისმიერი განცხადებები სპეკულაციებია", - განაცხადა კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ჰაიკე ბირლენბახმა ბარსელონაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თვითმფრინავი, რომელიც ბარსელონადან გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიემგზავრებოდა, გუშინ, დღის პირველ ნახევარში საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში ჩამოვარდა. ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.