საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ესპანეთში 25 მარტიდან სამი დღის განმავლობაში გლოვის დღეები გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის მეთაურის მოადგილემ, სირაია საენსდე სანტამარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბარსელონა-დიუსელდორფის რეისის დაღუპულ მგაზვრებს შორის ესპანური გვარით 45 მგზავრი იყო. "ავიაკომპანია დაღუპულთა ეროვნული კუთვნილების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის", - განაცხადა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილემ.
თვითმფრინავი, რომელიც ბარსელონადან გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიემგზავრებოდა, გუშინ, დღის პირველ ნახევარში საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში ჩამოვარდა. ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.