საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა გაურესდა.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუმჯობესდა, ხოლო 25% ფიქრობს, რომ იგივე დარჩა.
კითხვაზე - როგორია კორუფციის მდგომარეობა, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ გაუარესდა, 11%-ს მიაჩნია, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 25% ფიქრობს, რომ იგივე დარჩა.
გამოკითხულთა 23 % ფიქრობს, რომ თბილისის მერს დავით ნარმანიას მიღწევები არ აქვს, 3% მის მუშაობას დადებითად აფასებს, ხოლო შეკითხვაზე პასუხის გაცემა 66%-ს უჭირს.
რაც შეეხება კიდევ ერთი თვითმმართველი ორგანოს, საკრებულოს მუშაობას, IRI-ის კვლევების მიხედვით გამოკითხულთა 18% ფიქრობს, რომ პოზიტიურია, 25% საკრებულოს მუშაობას ნეგატიურად მიიჩნევს, ხოლო შეკითხვეაზე პასუხის გაცემა გამოკითხულთა 25% უჭირს.
აღნიშნულ კვლევებს "რუსთავი 2" აქვეყნებს.