საფრანგეთში ავიაკატასტროფის ადგილზე ერთი

საფრანგეთში ავიაკატასტროფის ადგილზე ერთი "შავი ყუთი" აღმოაჩინეს

"Airbus A320"-ის კატასტროფის ადგილზე ერთი "შავი ყუთი" აღმოაჩინეს. თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რომელი ყუთია ნაპოვნი - რომელიც ეკიპაჟის საუბარს იწერს, თუ ფრენის ტექნიკურ პარამეტრებს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფამდე ბორტზე, შესაძლოა, მომხდარიყო აალება, რამაც ეკიპაჟის წევრებში გონების დაკარგვა გამოიწვია. ამის შესახებ ვარაუდი ფრანგმა ექსპერტმა ჟერარ ფელტზერმა გამოთქვა, რომელიც ფრანგული მედიისთვის მსოფლიო ავიაკატასტროფების ანალიზებით არის ცნობილი.

გერმანიის, ესპანეთისა და თურქეთის მოქალაქეებთან ერთად, თვითმფრინავის ბორტზე ნიდერლანდების ერთი და ბელგიის ერთი მოქალაქეც იმყოფებოდა. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, კატასტროფის ადგილზე სპეცოპერაციაში 10 სამხედრო ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მონაწილეობს