"პირველი რადიოსთვის" არაოფიციალურად ცნობილი ხდება ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საქართველოში ჩატარებული პოლიტიკური კვლევის კიდევ ერთი შედეგები, რომელიც პოლიტიკურ ლიდერთა მოწონებას ეხება. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად საქართველოს პრეზიდეტი გამოკითხულთა 62 % მოსწონს. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ჯანდაცვის მინისტრი 62 % ლიდერობს. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი - 56%. ქალაქის მერი დავით ნარმანია - 40 %; ოპოზიციურ ლიდერები: ირაკლი ალასანია - 57 %; დავით ბაქრაძე - 47 %. შეგახსენებთ, რომ ეს თებერვალში ჩატარებული კვლევის არაოფიციალური მონაცემებია. "პირველი რადიოს" თხოვნის მიუხედავად ზემოთ დასახელებულმა პოლიტიკურ პარტიებმა კვლევის შედეგებზე საუბარი და ინფორმაიის მიწოდება არ ისურვეს