ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან გამართული შეხვედრის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს.
"ირაკლი ალასანიასთან ერთად ვისაუბრე ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესის შესახებ. ნატო-ს არსებითი პაკეტის განხორციელება გრძელდება", - წერს ვერშბოუ.
გარდა ამისა, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, მოხარულია, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმართ ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა გრძელდება. ალექსანდრ ვერშბოუ ირაკლი ალასანიას გუშინ შეხვდა.