თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა, გერმანელი, ესპანელი და თურქი მოქალაქეები იმყოფებოდნენ

თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა, გერმანელი, ესპანელი და თურქი მოქალაქეები იმყოფებოდნენ

გერმანული ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც კატასტროფა საფრანგეთის ტერიტორიაზე განიცადა, სულ 150 ადამიანი - 144 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი, იმყოფებოდა.

მგზავრთა შორის გერმანელი, ესპანელი და თურქი მოქალაქეები იყვნენ. გავრცელებული ცნობით, ყველა მათგანი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით ესპანეთის მეფე ფელიპემ, რომელიც ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს უკვე შეხვდა, საფრანგეთში ვიზიტი ვადაზე ადრე დაასრულა და ესპანეთში გაემგზავრა.