რა აგრესიასაც ვხედავთ უკრაინის წინააღმდეგ, იგივე აგერესია იყო რამდენიმე წლის წინ საქართველოს მიმართ

რა აგრესიასაც ვხედავთ უკრაინის წინააღმდეგ, იგივე აგერესია იყო რამდენიმე წლის წინ საქართველოს მიმართ

ნორვეგიის სტორტინგის (პარლამენტის) თავმჯდომარის ოლემიკ ტომესენის შეფასებით, დემოკრატიული მიდგომები და აზროვნება რუსეთის აგრესიის გამო გამოწვევების წინაშეა. მისივე შეფასებით, გამოწვევები ასევე მოდის ექსტემისტული ჯგუფების მხრიდან.

ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ კოლეგასთან დავით უსუფაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება. ტომესენმა აღნიშნა ისიც, რომ დემოკრატიის განვითარების მიმართულებით საქართველო სწორი გზით მიდის.

"მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინისკენ. ნორვეგია არ ივიწყებს საქართველოს ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. გუშინ დევნილთა დასახლებაში ვიყავი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შემახსენა იმის მნიშვნელობა, რომ არ დავივიწყოთ ეს ადამიანები, მათი ბედ-იღბალი. რა აგრესიასაც ვხედავთ უკრაინის წინააღმდეგ, იგივე აგერესია იყო რამდენიმე წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის მთლიანობა. არ უნდა დაგვავიწყდეს კონფლიქტის საფრთხე საქართველოს წინააღმდეგ. კარგი პასუხი რუსეთის გარესიის წინააღმდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება უჩვენოთ მაგალითი იმისა, რომ შეიქმნას საზოგადოება, რომელიც იქნება კეთილდღეობის საზოგადოება, სტაბილური, ნამდვილი დემოკრატიის სახელმწიფო. ამგვარად უნდა მოვიგოთ გრძელვადიან პერსპექტივაში კონფლიქტი. თქვენ კარგად მიდიხართ ამ გზაზე", - განაცხადა ოლემიკ ტომესენმა.

მან საქართველო-ნორვეგიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.