დავესწრები თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას, ეს შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება

დავესწრები თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას, ეს შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მისი დასწრების საკითხი უახლოეს დღეებში შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან ნათელი განმარტება გააკეთა, სადაც მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას შეუძლია დაესწროს აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ნებისმიერი სხვა შტოს წარმომადგენელი. რაც შეეხება იმას, მე პირადად დავესწრები თუ არა გამოსვლას, ეს განისაზღვრება უახლოეს დღეებში შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 31 მარტს წარსდგება.