აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე რეზოლუცია დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე რეზოლუცია დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. "ბიბისის" ცნობით, დოკუმენტს 348 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი , 48 კი წინააღმდეგ გამოვიდა. რეზოლუციის მიხედვით, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატა პრეზიდენტ ბარაქ ობამას მოუწოდებს კიევი თავდაცვითი იარაღით უზრუნველყოს.

"წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა. ამ ნაბიჯის გარეშე რუსეთის აგრესია უპასუხო დარჩება", - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბონერმა. 

მიუხედავად წამყვანი "დემოკრატი" და "რესპუბლიკელი" სენატორების მოწოდებისა, თეთრი სახლი ამ დრომდე თავს იკავებს კიევისთვის თავდაცვითი იარაღის გადაცემისგან. თუმცა, ამერიკულმა მხარემ უკრაინას არალეტალური სამხედრო აღჭურვილობა უკვე გაუგზავნა.