ავღანეთში

ავღანეთში "ბოევიკების" მიერ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში "ბოევიკების" მიერ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, თავდასხმა ბარდაქის პროვინციაში გვიან ღამით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ვინ დგას თავდასხმის უკან, ამას გარდა, უცნობია თავდასხმის დროს ავტობუსში მყოფი ადამიანების ვინაობაც. 

ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები დეტალების გარკვევას ცდილობს. ავღანეთში მსგავსი თავდასხმები ხშირია, რომლის ორგანიზებასაც ძირითადად თალიბები ახორციელებენ.