არსებული ინფორმაციით, თერჯოლის გამგებელსა და

არსებული ინფორმაციით, თერჯოლის გამგებელსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თერჯოლაში, მუნიციპალიტეტის გამგებელსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივი "ქართული ოცნების" წევრი როსტომ გავაშელაშვილი გამგებლის თეიმურაზ ჯაფარიძის კაბინეტში შესვლას ცდილობდა, რა დროსაც გამგებელსა და გავაშელაშვილს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც.