ივანიშვილი ლარის კურსზე:  ეროვნულმა ბანკმა დააგვიანა და მოახერხა ეს ყველაფერი აჟიოტაჟში გადაეტანა

ივანიშვილი ლარის კურსზე: ეროვნულმა ბანკმა დააგვიანა და მოახერხა ეს ყველაფერი აჟიოტაჟში გადაეტანა

ორი ლარის ფარგლებში ლარის მერყეობა შესაძლებელია, რადგან პროცესები ჯერ რეგიონში არ დალაგებულა-ამის შესახებ განცხადება საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ყოფილმა პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას გულისხმობდა მის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაში, რომ ლარის კურსი ჯანსაღად იქცევა.მისივე განმარტებით, პროცესები, რომლებიც ახლა ლართან მიმართებაში ვითარდება, ნორმალურია. ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ბანკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით ჩარევა დააგვიანა და მოახერხა, ეს პროცესი აჟიოტაჟში გადაეტანა.

"როდესაც მე ვთქვი, რომ ჯანსაღად და კარგად იქცევა ლარი, ამის შემდეგ გავაკეთე განცხადება, რომ სუსტი ეკონომიკა გვაქვს. შემდეგ წერილი მივწერე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ვიყავი სრულიად თანმიმდევრული. როდესაც დაიწყო რყევები, ლარი მოიქცა ძალიან ჯანსაღად. როდესაც ლარი დაეცა და გაუფასურდა დოლართან, მაშინ ეკონომიკას მივაწერე ეს ყველაფერი და ეროვნულ ბანკს, თუმცა ეროვნულმა ბანკმა დააგვიანა და მოახერხა ეს ყველაფერი აჟიოტაჟში გადაეტანა. მაშინ მე ეროვნულ ბანკს სწორი შენიშვნა მივეცი და ეს იყო აბსოლუტურად თანმიმდევრული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.