"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ფინანსთა სამინისტროს მისამართით გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაშმი შანკარმა გიორგი თაბუაშვილთან ერთად განცხადება გააკეთა
„მსოფლიო ბანკი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა ფისკალური დეფიციტის დაანგარიშებას ახორციელებს საქართველოს საბიუჯეტო (მე-18 მუხლი) და საგადასახადო კოდექსების (63 მუხლი, 8 პუნქტი) თანახმად, სადაც სათანადოდ არის გაწერილი ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცედურები. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი აფასებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობა გვაწვდის დეტალურ და გამჭირვალე ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებლობა გვეძლევა განვახორციელოთ შემდგომი ანალიზი. ბანკის შეფასებით, 2014 წლის ფისკალური დეფიციტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.95 პროცენტს, რომელიც მათ შორის, მოიცავს გადასახადების დაბრუნების სპეციალურ ანგარიშზე განთავსებულ თანხებს, რაც ასევე შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან და ეფუძნება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, - განაცხადეს ბრიფინგზე.