ნინო გვენეტაძემ ფიცი დადო

ნინო გვენეტაძემ ფიცი დადო

უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ პარლამენტის წინაშე ფიცი დადო. ამით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში ნინო გვენეტაძის უფლებამოსილება ძალაში შევიდა. ფიცის დადების ცერემონიალი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და პარლამენტის შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა.

პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე 88 ხმით, ერთხმად აირჩია.