საქართველოს პარლამენტმა 88 არცერთის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით ნინო გვენეტაძე აირჩია.
ნინო გვენეტაძის კანდიდატურისთვის კენჭისყრას საპარლამენტო უმცირესობიდან მხოლოდ ლევან ბეჟაშვილი ესწრებოდა.
„პირველი ნაბიჯები, ეს არის სასამართლო რეფორმების გაგრძელება და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის ბრძოლა. ადამიანის უფლებების პრიორიტეტზე დამყარებული სამართალწარმოება, რაც მოითხოვს როგორც ჩემი, ასევე სამოსამართლეო კორპუსის ძალისხმევას, რაც საბოლოოდ უნდა მოემსახუროს ადამიანების ნდობის დაბრუნებას სასამართლო ხელისუფლებისადმი. სამართლიანობის კუთხით, დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ. მე ვგრძნობ მაღალ პასუხისმგებლობას. მე და ჩემი კოლეგები ვიბრძოლებთ სამართლიანობისათვის. დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩემთვის, ჩემი ბრძოლა დამთავრდა ჩემი გამარჯვებით და კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც საზოგადოების წინაშე დამეკისრა“, - განაცხადა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს დასამტკიცებლად იურისტი ნინო გვენეტაძე 17 თებერვალს წარუდგინა.