„ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონსტრაციებს“

„ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონსტრაციებს“

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს ქუჩაში გამოდიან ისინი, ვინც ძალადობენ და თავისუფლად გაივლიან.

21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, ვინც ძალადობდა, ისევ ის ძალადობს.

„როცა სურვილი მაქვს, მაშინ გავაკეთებ კომენტარს. ვინც ძალადობდნენ, ისევ ისინი ძალადობენ. გამოდიან დღეს ქუჩაში და თავისუფლად გაივლიან. ეს არის ჩვები დამსახურება. ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონსტრაციებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოებას ესწრებოდა. ორგანიზაცია „მოქალაქის“ ინიციატივით, პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.