ხვალინდელი აქციის ეპიცენტრი რუსთაველის გამზირის ნაცვლად, თავისუფლების მოედანი იქნება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილების მიზეზად აქციის მონაწილეთა მოსალოდნელ დიდ რაოდენობას ასახელებენ.განცხადება დღეს პარტიის ოფისში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა. მისი განმარტებით, თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა 14:00 საათისთვის ვარდების და კოლმეურნეობის მოედნებიდან დაიწყება. აქცია თავისუფლების მოედანზე კი 16:00 საათზე დაიწყება.