შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ზურაბ ზუბადალაშვილი საკადრო გადაადგილების შედეგად, კადრების განყოფილების განკარგულებაშია გადასული.
რაც შეხება მის შემვცლელს, გომელაურის თქმით, კანდიდატურა ჯერ შერჩეული არაა.
„მომსახურების სააგენტოში ზურაბ ზუბადალაშვილი აღარ მუშაობს. ის ამჟამად კადრების განკარგულებაშია და დაინიშნება სხვაგან. რაც შეეხება მის შემცვლელს, ის ჯერჯერობით შერჩეული არ გვყავს. სხვა საკადრო გადაადგილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუ რაიმე იქნება, ამას აუცილებლად გაცნობებთ“, - განაცხადა გომელაურმა.