რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა - "Россия-24"-მა ვლადიმერ პუტინისა და მისი ყირგიზი კოლეგის იმ შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ შემდგარა და უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.
"ბი-ბი-სის" ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ეთერში 13 მარტს ორჯერ - მოსკოვის დროით 13:00 და 14:00 საათზე გავიდა. ახალი ამბების წამყვანმა პირდაპირ ეთერში კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ეს ფაქტი თავად რუს ჟურნალისტებსაც არ გამორჩენიათ უყურადღებოდ, რომლებმაც ის სოციალურ ქსელებში განათავსეს. "Россия-24"-ში ამ ფაქტს შეცდომა უწოდეს.
მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინსა და ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს შორის 16 მარტსაა დაგეგმილი.