პოლიტოლოგ ანდრია პიანტკოვსკის მოსაზრებით საინფორმაციო სივრციდან ვლადიმერ პუტინის გაქრობა მოწმობს იმას, რომ სახელისუფლებო კულისებში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. პუტინის გაუჩინარებას ის ასევე უკავშირებს რამზან კადიროვის შესაძლო კავშირს ბორის ნემცოვის მკვლელობასთან.
„საინტერესო რამ ხდება, თავდაპირველად ატყდა ამბავი რომ დაიკარგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი. ეს ნემცოვის მკვლელობისთანავე მოხდა. შემდეგ მოხდა ორი მოვლენა. ივანოვი გამოჩნდა, ის პატრიარქთან ახალი მართლმადიდებლური ენციკლოპედიის პრეზენტაციას დაესწრო და პუტინი დაიკარგა. გაირკვა, რომ კადრები, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს იყო გადაღებული ძველი - ე.წ. კონსერვები იყო.“ იმის დასადასტურებლად, რომ ხელისუფლების ვერტიკალში დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს პიატკოვსკის მაგალითად მოჰყავს ის, რომ ნემცოვის მკვლელობის მოტივი ე.წ. „ისლამური შურისძიება“ უსაფუძვლო ხდება. „ყველაფერი რაც მკვლელობის გამოძიებასთან არის დაკავშირებული აბსოლუტურ ფარსს ემსგავსება და ხელისუფლების დისკრედიტაციაა. ამასთან, ამით დაკავებულია კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი არხი“- აცხადებს პიატკოვსკი. მისივე თქმით, კრემლის ძალოვანები კადიროვის წინააღმდეგ ახალ ომს იწყებენ. ასევე, პოლიტოლოგი ამბობს, რომ კადიროვის მოშორება პუტინის მოშორებას ნიშნავს. „მაშინ კრემლს მოუწევს აღიაროს, რომ ჩეჩნეთის მეორე ომი წააგო“- ამბობს პიატკოვსკი და ვარუდობს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას სწორედ ივანოვი ხელმძღვანელობს, რომელმაც პიატკოვსკის მოსაზრებით ვერასდროს ვერ აპატია პუტინს რომ პრემიერ მინისტრად მედვედევი დანიშნა. „ჯერ ერთის და შემდეგ მეორის გაუჩინარება ცხადჰყოფს იმას, რომ მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა, რომლის ფინალიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მაგრამ ის რაც, ახლა საინფორმაციო ველში ხდება მიუთითებს იმაზე, რომ პუტინმა ამ ეტაპზე საინფორმაციო ბრძოლა წააგო.“- აცხადებს პიატკოვსკი.
372
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85