უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ, შესაძლოა, რეგიონში ძალადობის ესკალაცია გამოიწვიოს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირებაც კი. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
"არსებობს საშიშროება, რომ იარაღის მიწოდებით კონფლიქტი ახალ ფაზაში გადავიყვანოთ და იქამდეც მივიყვანოთ, რომ ის სრულიად არაკონტროლირებადი გახდება. ასეთ შემთხვევაში ხანგრძლივ ესკალაციას მივიღებთ და შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირ დაპირისპირებასაც", - განაცხადა მინისტრმა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში ექსპერტების კითხვებზე პასუხად.
ამიტომ, მისი თქმით, ეჭვების არსებობის მიუხედავად, რომლებიც აშშ-სა და ევროპაში არსებობს, ვიდრე უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ამბობენ, რომ მინსკის შეთანხმება მოთხოვნადია, მუშაობა მიდის იმაზე, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. "ამ დროისთვის გვაქვს სიგნალები ძალადობის შემცირებასა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ, მაგრამ ეს ყველაფერი პირველი მეტრებია კილომეტრიანი გზის", - განაცხადა შტაინმაიერმა.