აშშ-ში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა

აშშ-ში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა განუცხადა , დღეს, გამთენიისას, ნიუ-ჯერსში ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მივიდა საელჩოს სამხედრო ატაშე.

"ინტერპრესნიუსი" მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა.