საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სენატორ, კრის მერფის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სენატორ, კრის მერფის შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედოჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ბოლო დღეს სენატორ,კრისმერფის შეხვდნენ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე საქართველოსა და აშშ-ს ს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების  პერსპექტივებზე.

დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში, „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასაც ეწვია და სატელევიზო ინტერვიუ მისცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დასაგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აშშ-ში ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, კონგრესისა და სენატის წევრებთან, ასევე  სხვადასხვა ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში.