ედგარ რინკევიჩი:  ევროკავშირი საქართველოს დახმარების პაკეტზე მუშაობს

ედგარ რინკევიჩი: ევროკავშირი საქართველოს დახმარების პაკეტზე მუშაობს

ევროკავშირი მუშაობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დახმარების პაკეტზე "აღმოსავეთ პარტნიორობის" სამიტისთვის, რომელიც რიგაში მაისში გაიმართება. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" ცნობით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა განაცხადა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ დარჩენილი ორთვენახევრის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ დახმარების პაკეტზე იმ სამი ქვეყნისთვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, კერძოდ, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის", - განაცხადა რინკევიჩმა რიგაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რინკევიჩის თქმით, აღნიშნული დახმარების პაკეტი ამ ქვეყნებს რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.