საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ესტუმრება

საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ესტუმრება

ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , ვიზიტის ფარგლებში ზანიერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხებს, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე.

ვიზიტის ფარგლებში ზანიერი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებას და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.

ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქრთველოში 11 მარტამდე გაგრძელდება.