ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები კავკასიელები არიან

ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები კავკასიელები არიან

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი დააკავეს. როგორც რუსეთის პირველი არხის ეთერში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, დაკავებულები კავკასიელები არიან.

"პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით, უსაფრთხოების სამსახურმა, შსს-მ და საგამოძიებო კომიტეტმა ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიების მიზნით, ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო კომიტეტი შექმნა. ამ დროისათვის მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები", - განაცხადა ბორტნიკოვმა.

ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს 27 თებერვალს მოკლეს, მაშინ როდესაც ის მეგობარ გოგონასთან, უკრაინელ მოდელ ანნა დურიცკაიასთან ერთად სეირნობდა. ნემცოვი 3 მარტს ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალეს.