ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი საქართველოში დაბრუნდა

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი საქართველოში დაბრუნდა

დავით კირკიტაძემ აშშ-ში სწავლა შეწყვიტა და გამოძიების მიერ დასმულ კითხვეზე პასუხების გასაცემად ქვეყანაში გვიან ღამით ჩამოვიდა.

კირკიტაძის თქმით, მისი ბრალდების საქმეზეც საზოგადოება დარწმუნდება, რომ ხელისუფლება უუნარო და არაკომპეტენტურია.

"ჩამოვედი საქართველოში, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას პასუხი გავცე. გადავწყვიტე  ეს აქედან გავაკეთო და არა დისტანციურად, აშშ-დან. ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაშიც საქართველოში ყველა დარწმუნდება, რომ საქმე გვაქვს უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს", - განაცხადა კირკიტაძემ.

ქვემო ქართლის ყოფილ რწმუნებულ-გუბერნატორს საგამოძიებო სამსახური სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიებიების ცნობით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს „ავტოჰაუს-რუსთავი 2011“-ისა და შპს „ტიტანი 2011“-ის მიერ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი. დავით კირკიტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ბრალს არ აღიარებს.