აღმოსავლეთ უკრაიანში პრორუსმა მებრძოლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 14-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახური "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, "ბოევიკები" განაგრძობენ პროვოკაციულ ქმედედებს და გამუდმებით არღვევენ მინსკის შეთანხმებას.
გასული დღე-ღამის განმავლობაში მსხვერპლი არ ყოფილა. 12 თებერვალს "ნორმანდიული ოთხეულის" მოლაპარაკებების შედეგად, მინსკში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დონბასში ცეცხლი მალევე უნდა შეწყვეტილიყო. მას შემდეგ ვითარება შედარებით განიმუხტა, თუმცა, რამდენიმე ადგილას საბრძოლო მოქმედებები პერიოდულად მიმდინარეობს.