საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის და საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ეკონომიკური გუნდის დაბარების აუცილებლობას ვერ ხედავს.
როგორც საგანელიძემ "ინტერპრესნიუსს"განუცხადა, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ პარლამენტის წევრები მთავრობისგან ინფორმაციას ისედაც იღებენ.
"არამგონია, რომ ახლა ამის აუცილებლობა იყოს, რადგან რა ინფორმაციაც ჩვენ გვჭირდება მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან, მას ისედაც ვიღებთ. ის, რომ პარლამენტში მოხდეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის დაბარება და საჯაროდ საუბარი, რაც ოპოზიციას სურს, ვფიქრობ, ზედმეტი იქნება, ვინაიდან ოპოზიციას სურს საპარლამენტო ტრიბუნა დემაგოგიის არენად გადააქციოს", - აღნიშნა საგანელიძემ.
"თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევით, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაესწრება, ისევ სთხოვს.