კოალიცია "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. სხდომა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.
პოლიტსაბჭო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავს, მათ შორის პარლამენტის მომავალი პლენარული კვირის სამუშაო დღის წესრიგს.
"კოალიციის პოლიტსაბჭო ყოველ შაბათს იკრიბება. ეს არის ჩვეულებრივი მუშა რეჟიმი. ამჯერად 18-20 მარტის სხდომები იქნება მნიშვნელოვანი, ბევრი საკადრო საკითხია გასავლელი – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ვაკანსიები ჩნდება პარლამენტში, მათ შორის კომიტეტების თავმჯდომარეების. ამ თემებზე ჩვენ ერთმანეთს აზრებს გავუცვლით", - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.
სხდომას, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.