რუსეთის ფედერაცია აშშ-ს ემუქრება, არ მოამარაგოს კიევი თავდაცვითი იარაღით, - ამის შესახებ გადაცემა "შუსტერ ლაივში" უკრაინის "სახალხო ფრონტის" ლიდერმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.
"მე ვიყავი ვაშინგტონში, შევხდვი ანალიტიკოსების გარკვეულ ჯგუფს და ვკითხე მათ თუ რატომ არ იღებს ჯიუტად პრეზიდენტი ობამა კონგრესთან ერთად უკრაინის შეიარაღებით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას. მათ მითხრეს, რომ ობამა და მისი მრჩევლები პუტინმა გააფრთხილა, რომ თუ აშშ უკრაინას იარაღით მოამარაგებას, პუტინი შეიყვანს ჯარებს უკრაინაში ყველა ფრონტზე კიევზე ზეწოლის მიზნით" , - განაცხადა გერაშენკომ.
ამერიკელმა კონგრესმენებმა პრეზიდენტ ობამას ამ დრომდე არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის თავდაცვითი იარაღით უზრუნველყოფისკენ, თუმცა, ობამას ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილების მიღებისგან ამ დრომდე თავს იკავებს.