გაერო-ში უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

გაერო-ში უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საბჭოს სხდომაზე განიხილება დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების საკითხი. ასევე, აღმოსავლეთ უკრაინაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხები.

იგეგმება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, ივან შიმონოვიჩის, პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილის, ჯეფრი ფელტმანის გამოსვლები. ამის შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები ღია დისკუსიაზე გადავლენ.