რუსეთში ოპოზიციური პარტიები 19 აპრილს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ. "ინტერფაქსის" ცნობით, პარტია "სოლიდარნასტის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პიოტრ ცარკოვმა განაცხადა, რომ აქციას "აღშფოთებისა და ღირსების მარში" დაერქმევა. დემონსტრაციის გამართვის ზუსტი ადგილი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ოპოზიციონერები მოსკოვის მერიას აქციის გამართვის ნებართვის თხოვნით უახლოეს მომავალში მიმართავენ.
1 მარტს რუსეთის ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია "გაზაფხული" ჩაიშალა, ამის მიზეზი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობა გახდა.