ხარჯების შემცირება შესაძლოა, საელჩოებისთვის შენობების შეძენასაც შეეხოს

ხარჯების შემცირება შესაძლოა, საელჩოებისთვის შენობების შეძენასაც შეეხოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხარჯების შემცირება, შესაძლოა  სხვადასხვა ქვეყანაში საელჩოებისთვის შენობების შეძენასაც შეეხოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა. მისი თქმით, უწყება ხარჯების დაზოგვაზე მუშაობს.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი ისედაც ოპტიმალურად იყო შედგენილი, მაგრამ ამ ფონზე მოგვიწევს გადახედვა და მოგვიწევს მოვახდინოთ ოპტიმიზაცია გარკვეული კაპიტალური ხარჯების, რაც ეხება რემონტს, ინფრასტრუქტურულ მოწყობას. ჩვენ შეიძლება ასევე გადავხედოთ გადაწყვეტილებას, რამდენიმე დედაქალაქში შეგვეძინა საელჩოებისთვის შენობა", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.