ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ერთ-ერთ მოქალაქის, ბაჰაუდინ ალდამოვის მამა გამოძიების მასალების გაცნობას ითხოვს.
როგორც ასლუდინ ალდამოვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, არაერთი დაპირების მიუხედავად, გარდაცვლილების ოჯახებს გამოძიების დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.
ლოპოტას ხეობაში დაღუპულის მამა ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრას და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის გაცნობას ითხოვს.
ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაცია 20012 წლის 28 აგვისტოს ჩატარდა. დაიღუპა 14 ადამიანი. მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ სპეცოპერაცია დივერსიული ჯგუფის განადგურების მიზნით ჩატარდა.
ახალი ხელისუფლების პირობებში ლაფანყურის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, ჩატარდა პანკისის ხეობაში დაკრძალული ცხედრების ხელახალი ექსპერტიზაც.