პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოკავშირეობის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერის განკარგულება გასცა

პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოკავშირეობის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავრობის მიერ შეთავაზებული წინადადება, ე.წ. შეთანხმების ხელმოწერაზე გათვალისწინებული უნდა იქნას და ხელმოწერა უმაღლეს დონეზე უნდა მოხდეს.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება რუსეთთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა.

ე.წ. შეთანხმების პროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან ინტეგრაციას ითვალისწინებს. დოკუმენტზე რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობდნენ. ე.წ. შეთანხმების ხელმოწერის შედეგად ე.წ. სამხრეთ ოსეთის რამდენიმე სამსახური რუსეთს შეერწყმება. რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს ასევე ე.წ. საზღვრის დაცვას. ამ მიზნით ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები და ორგანოები რუსეთის ფედერაციის შესაბამის ორგანოებში გაერთიანდება. გარდა ძალოვანი უწყებების შერწყმისა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საბაჟო სამსახურების რუსეთის საბაჟო ორგანოებში ინტეგრაცია, ე.წ. კანონმდებლობის უნიფიკაციის გზით მოხდება. შეთანხმების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 თვეში მხარეებმა უნდა გააფორმონ ახალი ე.წ. დოკუმენტი, რათა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საბაჟო ორგანოები შეიქმნას.