ნინო გვენეტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ნინო გვენეტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე კოალიციაში "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შემავალი არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს გვენეტაძემ განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჯერ საკუთარ ხედვას გააცნობს, თუ როგორ წარმოუდგენია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხებს.

"თავდაპირველად შეხვედრის მონაწილეებს ჩემს ხედვებს წარვუდგენ, შემდეგ კი დავემორჩილები ფორმატს, რომელიც შეხვედრის წარმართვას კითხვა-პასუხის რეჟიმში ითვალისწინებს. მე მზად ვარ, კოალიციაში შემავალ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მისთვის საინტერესო საკითხზე ვესაუბრო და ჩემი ხედვები შეძლებისდაგვარად წარვუდგინო", - განაცხადა გვენეტაძემ.

შეხვედრას, რომელიც სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძეც ესწრება.