ბესელია-გოგორიშვილის დაპირისპირება პარლამენტში

ბესელია-გოგორიშვილის დაპირისპირება პარლამენტში

ქამრების შემოჭერის თემა დაპირისპირების მიზეზი გახდა დეპუტატებს შორის. ეკა ბესელიამ და ხათუნა გოგორიშვილმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირება კანონმდებლებს შორის, მას შემდეგ დაიწო რაც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს, რადგან ეს პარლამენტის ბიუჯეტისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს. ეკა ბესელიას ამ განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა პარლამენტის ბალანსზე არ არის. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ შენობაზე ერთი თეთრიც არ იხარჯება. სწორედ ამ განცხადების შემდეგ მოხდა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, მათ ერთამენთს "თავხედი" და "მატყუარა" უწოდეს.