საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ პარლამენტის წევრებს აღელვებთ, რას ფიქრობს ხალხი

საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ პარლამენტის წევრებს აღელვებთ, რას ფიქრობს ხალხი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტი ქვეყნის პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობს.

როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა, პარლამენტში დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო, რადგან შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება.

"საქართველოს პარლამენტი უფრო და უფრო მზარდ როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკაში. ყოველთვის, როცა მაქვს შესაძლებლობა, ვხვდები პარლამენტში უმრავლეობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც გამოვყო. მნიშვნელოვანია, საქრთველოს მოსახლეობამ და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ პარლამენტის წევრებს აღელვებთ, თუ რას ფიქრობს ხალხი. მოვუწოდებდი საქართველოს მოაქალაქეებს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, მიაწვდინონ თავიანთი ხმა დეპუტატებს. განხილული თემებიდან მნიშვნელოვანია ასევე საარჩევნო რეფორმაც, ეს რეფორმა უზრუნველყფდა თანაბარ წარმომადგენლობას დიდი თუ პატარა რაიონების მოსახლეობისთვის", -განაცხადა ამერიკის ელჩმა

რიჩარდ ნორლანდი დღეს ქუთაისში, პარლამენტში უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა.