უკრაინის რადაში დეპუტატების ნაწილმა ტრიბუნის ბლოკირება სცადა

უკრაინის რადაში დეპუტატების ნაწილმა ტრიბუნის ბლოკირება სცადა

უკრაინის უმაღლესი რადაში 30-ზე მეტმა დეპუტატმა ტრიბუნის ბლოკირება სცადა მაშინ, როდესაც სიტყვით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ვალერია გონტარევა გამოდიოდა. ამის შესახებ "უნიანი" იტყობინება. რადიკალური პარტიის ლიდერ ოლეგ ლიაშკოს ხელმძღვანელობით ათობით კანონმდებელმა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს მოხსენება არ დაასრულებინეს.

"სირცხვილი", "გადადექი" - სკანდირებდნენ ისინი. გონტარევა იძულებული გახდა სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა.

დღეს უმაღლეს რადაში ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე მსჯელობდნენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში ეკონომიკური ვითარება საგრძნობლად გაუარესდა. გაუფასურდა ეროვნული ვალუტა და გაიზარდა პროდუქციაზე და კომუნალურ მომსახურებაზე გადასახადები.