საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევას უწოდებს.
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სამხედრო წვრთნები, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, საერთაშორისო ნორმების დარღვევაა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.