პრორუსმა მებრძოლებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გუშინ 20-ჯერ დაარღვიეს

პრორუსმა მებრძოლებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გუშინ 20-ჯერ დაარღვიეს

გუშინდელი დღის განმავლობაში პრორუსმა მებრძოლებმა 20-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსპიკერი, ანატოლი სტელმახი იტყობინება. 

მისი თქმით, ყველაზე დაძაბული ვითარება ქალაქ დონეცკში იყო. 

"მათ ნაღმტყორცნებიდან 4-ჯერ გახსნეს ცეცხლი პესკიში, სამჯერ - ნიკოლაევკაში, ორჯერ ოპიტნოეში. სროლის ხმა ისმოდა ავდეევკაშიც, სადაც საზენიტო სისტემიდან გახსნეს ცეცხლი", - განაცხადა სტელმახმა. 

გუშინ უკრანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია "ბოევიკების" მიერ დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმის შესახებაც, რასაც ერთი სამხედრო შეეწირა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კი მსხვერპლი არ ყოფილა.