სენატორები ბარაქ ობამას უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის გადაცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ

სენატორები ბარაქ ობამას უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის გადაცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ

წამყვანი რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის გადაცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. 
"ჩვენ მოგიწოდებთ სასწაფოდ მიიღოთ დამატებითი ზომები იმისათვის, რომ დაეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი სუვერენული ტერიტორია და გადასცეთ უკრაინის არმიას თავდაცვითი იარაღი", - აცხადებენ სენატორები. 

ამერიკელი კანონმდებლები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს იქნება ერთადერთი გზა იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს აგრესიისგან თავის დაცვა. ამერიკელი პოლიტიკოსები უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მოუწოდებენ პრეზიდენტ ობამას უკრაინის შეიარაღებით უზრუნველყოფისკენ. 

ობამას ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ, თუმცა, გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.