იენს სტოლტენბერგი - რუსეთი კიდევ უფრო ზრდის პრორუსი

იენს სტოლტენბერგი - რუსეთი კიდევ უფრო ზრდის პრორუსი "ბოევიკებისადმი" მხარდაჭერას

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა ბოლო პერიოდში დონბასში პრორუსი "ბოევიკებისადმი" მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდა. ამის შესახებ გენმდივანმა ჰელსინკში, ფინეთის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა,სტოლტენბერგის თქმით, საუბარია ათასზე მეტ ერთეულ მძიმე შეიარაღებაზე, მათ შორის ჯავშანტექნიკაზე, საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემებზე. მისი თქმით, ეს ტექნიკა მხოლოდ რუსეთიდან შეიძლება იყოს შეტანილი.

გარდა ამისა, ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთი წვრთნის "ბოევიკებს", რუსი სამხედროები კი უკრაინის ტერიტორიაზე არიან. მისი განმარტებით, ნატო თავისი განცხადებებისას ეფუძნება დაზვერვის მონაცემებსა და ღია წყაროების მასალებს, მათ შორის ეუთოს დამკვირვებლების ინფორმაციას.