ნინო ბურჯანაძე ირმა ინაშვილთან შესაძლო გაერთიანების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. დემოკრატიული მოძრაობისა და პატრიოტთა ალიანსის შესაძლო გაერთიანებას ბურჯანაძე უარყოფს, თუმცა აცხადებს რომ მოლაპარაკებას არც ერთ „ნორმალურ ოპოზიციასთან“ არ გამორიცხავს - „პოლიტიკა იცვლება და გადაჭრით ვერაფერს გეტყვით“- აცხადებს ბურჯანაძე. „არავითარი კულუარული მოლაპარაკება არ მაქვს. ჩვენ ახლა პარტიული სტრუქტურის გაძლიერებაზე ვმუშაობთ. მას ვაძლიერებთ რეგიონებში.
წინა არჩევნებზე მიღებულ შედეგზეც გავაკეთეთ სერიოზული ანალიზი. მართალია, შედეგს არ ვეთანხმებით, მაგრამ იმასაც ვამბობთ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების და „ნაცმოძრაობის“ გარიგების ბრალი არ არის. ახლა სერიოზულად ვემზადებით არჩევნებისთვის. მოლაპარაკებას არცერთ ნორმალურ ოპოზიციასთან არ გამოვრიცხავთ, მაგრამ არავისთან გაერთიანებას დღეის მდგომარეობით არ ვაპირებთ და ვერც ვხედავ ამის შესაძლებლობას, თუმცა პოლიტიკა იცვლება და გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ახლა ამაზე არავისთან გვქონია საუბარი“- აცხადებს ნინო ბურჯანაძე გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.