"ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერების მორიგი შეხვედრა დღეს ბერლინში გაიმართება. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელის, შტეფან ზაიბერტზე დაყრდნობით იუწყება.
"მინსკის შეთანხმების განხორციელების საკითხის განხილვა გაგრძელდება პარასკევს ბერლინში საგარეო საქმეთა სამინისტროში", - განაცხადა ზაიბერტმა.
უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით სატელეფონი საუბარი 2 მარტს გამართეს და დონბასში ეუთო-ს დამკვირვებლების გაგზავნაზე შეთანხმდნენ. 12 თებერვალს კი მათ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.